აშშ-მ შესაძლოა, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად 10 მილიონი დოლარი გამოუყოს.
ამას ითვალისწინებს სენატორების - რობერტ მენდესისა და ბობ კორკერის მიერ ინიცირებული კანონპროქტი "უკრაინის თავისუფლების მხარდასაჭერი აქტი 2014", რომელსაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი დღეს უყრის კენჭს.
"კანონპროექტი განსაზღვრავს ნატო-ს წევრობის გარეშე, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, როგორც აშშ-ის მთავარ პარტნიორებს და ითვალისწინებს 10 მილიონი დოლარის გამოყოფას სამი წლის განმავლობაში ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად", - ნათქვამია კანონპროექტის ტექსტში.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში რუსულენოვანი "ამერიკის ხმისა" და "რადიო თავისუფლების" მაუწყებლობის პრიორიტეტულობას.
კანონპროექტის განხილვა სენატში დღეს, მას შემდეგ იგეგმება, რაც უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სიტყვით გამოვა აშშ-ის კონგრესში.