პრემიერ-მინისტრი ფრანგ სენატორებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ფრანგ სენატორებს შეხვდა

ფრანგ სენატორებთან - ალენ გურნაკთან და ფილიპ დალიესთან შეხვედრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრით დაიწყო.

პრემიერმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისთვის სენატორებს მადლობა გადაუხადა.

საუბარის მთავარი თემა ასოცირების ხელშეკრელებით ნაკისრი ვარდებულებების შესრულება და შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა იყო. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაზე და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობის გაღრმავებაზე.  სენატორები გურნაკი და დალიე საფრანგეთი-კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები არიან.

შეხვედრას ქართული მხრიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ესწრებოდა.