პრემიერ-მინისტრი სსფ-ის წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი სსფ-ის წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ მარკ გრიფიტთან და სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში აზიმ სადიკოვთან გამართა.

შეხვედრაზე საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ გარემოზე ისაუბრეს. იმსჯელეს მიმდინარე და მომდევნო წლის საბიუჯეტო პარამეტრებზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესების ტენდენცია და გამოითქვა იმედი, რომ 2014 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მინიმუმ 5 პროცენტი იქნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლების შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეკონომიკური საბჭოს მდივანი რომან ჩხენკელი ესწრებოდნენ.