“პოროშენკოს თეთრ სახლში ვიზიტი, გზავნილია პუტინისთვის, ათასი სიტყვის ნაცვლად”

“პოროშენკოს თეთრ სახლში ვიზიტი, გზავნილია პუტინისთვის, ათასი სიტყვის ნაცვლად”

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკრაინელ კოლეგასთან პეტრე პოროშენკოსთან შეხვედრას ვლადიმერ პუტინისთვის გზავნილს უწოდებს.

“პეტრე პოროშენკოს თეთრ სახლში სტუმრობა, ეს ერთგვარი გზავნილია ვლადიმერ პუტინისთვის, რომელიც შეცვლის ათას სიტყვას, როგორც ინგლისურ, ასევე რუსულ ენაზე”, - განაცხადა ობამამ.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინას ევროკავშირთან ასოცირების რატიფიკაცია მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებით, უკრაინა რიგ რეფორმებს განახორციელებს, რომელიც სტაბილურობისა და ეკონომიკის აყვავების საფუძველი გახდება.

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართება.