კარნეგის ფონდის ექსპერტი თომას დე ვაალი “ამერიკის ხმასთან” აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებული გაუგებრობა ქვეყნის საგარეო იმიჯს აზიანებს.
“საქართველოსთვის აშკარად საკმაოდ უხერხული სიტუაციაა, როცა ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი, რომლებიც როგორც ჩანს, ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ ვინ წარმოადგენს საქართველოს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე. სავსებით ნათელია, რომ ეს ერთ-ერთმა უნდა გააკეთოს. სასაცილო იქნებოდა, ორივე რომ წასულიყო ნიუ-იორკში. აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობაში ელემენტარული კოორდინაციის ნაკლებობაა, რაც საქართველოს საგარეო იმიჯს აზიანებს. საქართველოს ჰყავს ეროვნული მასშტაბით არჩეული პრეზიდენტი, ასევე ძლიერი პრემიერი, რომელიც პარლამენტმა აირჩია. ორივე მათგანს შეუძლია, ვიზიტისთვის არგუმენტაცია წარმოადგინოს. სამწუხაროდ, ეს ყოველივე პოლიტიკურ ტელესერიალს ემსგავსება”, - განაცხადა ტომას დე ვაალმა.