კახა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვინაობა ორგანიზაციისთვის თებერვალშიც ცნობილი იყო.
“არავითარი მეტი მუშაობა გაერო-ში საჭირო არ იყო. გაერო-დან ასეთი სახის წერილი იგზავნება ყველა სახელმწიფოში, ასევე, სხვა მოწვეულ პირებთან. ასე რომ, ეს იყო მექანიკური შეცდომა, რომელიც ამ შემთხვევაში ალბათ, სამდივნოს გაეპარა”, - განუცხადა იმნაძემ “ქრონიკას”.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, გაერო-დან მოწვევა თავდაპირველად 25 თებერვალს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელზე მოვიდა, შეცდომა 30 მაისს გასწორდა, 5 ივნისს კი წერილი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გადაეგზავნა.