ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტომაშ ორლოვსკის შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა, პოლონეთი არის ძალიან აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მისწრაფებების რეალიზების კუთხით.
"ჩვენ დეტალებში განვიხილეთ ასოცირების შეთანხმების რეალიზებაში პოლონეთის გამოცდილების გაზიარება, მხარდაჭერა. ვისაუბრეთ კონკრეტულ მექანიზმებზე, რომელიც შემუშავდება ორ ქვეყანას შორის. ასევე ვისაუბრეთ უელსის სამიტის შედეგებზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და ზოგადად ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებზე", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა და აღნიშნა, რომ ყველა ძირითადი მიმართულებით პოლონეთის მხრიდან სრული მხარდაჭერა მიიღეს.