მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისთვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობა მცირდება. ამის თაობაზე შემუშავებული პარლამენტის დადგენილების პროექტი დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს პარლამენტისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობა 1 155.6 ათასი ლარის ოდენობით მცირდება და აღნიშნული თანხა მიმართული იქნება საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებში.
კომიტეტის უმრავლესობამ საკითხს მხარი დაუჭირა, ოპოზიციამ - არა.