შენს ადგილას რომ ვიყო, ამდენს არ ვილაპარაკებდი, სინდისი შემაწუხებდა

შენს ადგილას რომ ვიყო, ამდენს არ ვილაპარაკებდი, სინდისი შემაწუხებდა

ვროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის გამოსვლამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის ხმაური გამოიწვია. ვიქტორ დოლიძემ უმცირესობის იმ განცხადებებს უპასუხა, რომელიც საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობების დაძაბვასა და მმართველი გუნდის დაპირებებს შეეხებოდა.

,,რომელ ტალღაზე მოვიდა ,,ქართული ოცნება" არ გახსოვთ? მე რომ შენს ადგილას ვიყო გივი, ამდენს არ ვილაპარაკებდი, ცოტა სინდისი შემაწუხებდა. მაგრამ არ გაქვს შენ სინდისი. ამერიკიდან ახლა იმხელა მხარდაჭერაზეა საუბარი, რომელიც არ ყოფილა და ამაზე როცა ლაპარაკობ, პირი გამოირეცხე, შენ, გიორგი ბარამიძე. თქვენგან განსხვავებით ჩვენ, რომ ვიკრიბებით ხოლმე უმრავლესობის სხდომაზე, ვსაუბრობთ. თქვენ პლასტმასის ხელები გქონდათ, პარლამენტში, იჯექით მონებივით და ხმას ვერ იღებდით", - მიმართა ვიქტორ დოლიძემ გივი თარგამაძეს და გიორგი ბარამიძეს.

დეპუტატების დაწყნარება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა სცადა. ,,არც თქვენი განცხადებებია ხშირ შემთხვევაში უმრავლესობისათვის სასიამოვნო. კარგი იქნება თუ მოთმინებას იქონიებთ და მოისმენთ იმას, რაც არ არის სასიამოვნო", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა ოპონენტების მისამართით.