ოპოზიციონერი დეპუტატის ზურაბ ჯაფარიძისთვის გაუგებარია, რომელი რეფორმების გატარებაზე საუბრობს ხელისუფლება. "არ მესმის, რომელი რეფორმების გატარებაზე საუბრობს დღევანდელი ხელისუფლება. წინა ხელისუფლების რეფორმები აღიარებულია, მასზე წიგნებია გამოცემული. დღესაც სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები ჩამოდიან, რომ ეს რეფორმები გადაიღონ. არ მინახავს არც წიგნი და არც დელეგაცია ჩამოსული იმის სასწავლებლად, თუ როგორ უნდა აიკრძალოს ბუსუსებიანი პრეზერვატივი, ან როგორ გახდეს უფასო ფოლიუმის მჟავა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
დეპუტატმა ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა და განაცხადა, რომ "რაც ბოლო ორმა წელმა დაადასტურა არის ის, რომ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა დამღუპველია".