საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გაეროდან წერილი თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილის სახელზე მოვიდა საზოგადოების ნაწილში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
ფანჯიკიძის უწყებაში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ეს იყო შეცდომა და იმის დასტურად, რომ გაერო-ს სამდვინო ინფორმირებული იყო საქართველოში ახალი პრეზიდენტის არჩევაზე, ბან კი მუნის მისალოც წერილს ასაჯაროვებს.
“საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ გაერო-ში საქართველოს წარმომადგენლობაში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ სამიტზე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურზე 25 თებერვლით დათარიღებული მოწვევაში, რომელიც საქართველოს წარმომადგენლობაში შემოვიდა 14 მარტს, დაშვებული იყო შეცდომა და იგი გაერო-ს სამდივნოს მიერ გამოგზავნილი იქნა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელზე, საზოგადოების ნაწილში მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქცია, კერძოდ თუ რატომ არ იყო ინფორმირებული გაერო იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში პრეზიდენტი შეიცვალა. მიზანშეწინელად ჩავთვალეთ განვასაჯაროოდ პრეზიდენტ მარგველაშვილის სახელზე გაერო-ს გენერალური მდივნის ბან კი-მუნის მიერ გამოგზავნილი მისალოცი წერილი, დათარიღებული 2013 წლის 25 ნოემბრით”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.