ხურვალეთიდან გატაცებული დავით ვანიშვილი გათავისუფლებულია

ხურვალეთიდან გატაცებული დავით ვანიშვილი გათავისუფლებულია

როგორც შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა გოჩა რატიანმა “პირWელს” განუცხადა, დადასტურებულია ინფორმაცია, რომ დავით ვანიშვილი ამჟამად უკვე სახლში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ხურვალეთიდან რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა 82 წლის დავით ვანიშვილი გუშინ გაიტაცეს. ვანიშვილების ოჯახი ოკუპირებული ტერიტორიის მეორე მხარესაა მოქცეული. ადგილობრივების განცხადებით, დათა ვანიშვილს რუსი სამხედროები ე.წ. სასაზღვრო ზოლთან მიახლოვებასა და მის გადაკვეთას უშლიდნენ.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ვანიშვილი პენსიის ასაღებად იყო გადმოსული, რაც შესაძლოა, სათვალთვალო კამერას დაეფიქსირებინა, რის შემდეგაც მისი დაკავება მოხდა.

“როცა რუსებმა გადაღობეს, ეს ოჯახი გადაღობილის იქეთ მოიქცა. ხეზე ყოფილა სათვალთვალო კამერა, ეტყობა იქედან უთვალთვალეს. აბა, რაზე წაიყვანდნენ, არაფერი დანაშაული არ ჩაუდენია. მოხუცებული ცოლ-ქმარია დარჩენილი საცოდავად”, - განაცხადა ადგილობრივმა ციური ხუროშვილმა.