საქართველოს აბუ-დაბის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრება

საქართველოს აბუ-დაბის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრება

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აბუ-დაბის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე მოჰამედ თანი ალ რემეითის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

დელეგაცია სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მეთაურობით, აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ ფორუმს დაესწრება, რომელიც თბილისში 29 ოქტომბერს გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილმა  და მოჰამედ თანი ალ რემეითიმ შეხვედრაზე ასევე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს.

აბუ-დაბის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოში სხვადასხვა სფეროებში ინვესტირებით დაინტერესდა. გამოითქვა იმედი, რომ მხარეებს შორის საინტერესო თანამშრომლობა შედგება.