“მშიშარა პარლამენტარი თავისუფალ ქვეყანას ვერ ააშენებს და თავისუფლებას არავის დავუთმობ”

“მშიშარა პარლამენტარი თავისუფალ ქვეყანას ვერ ააშენებს და თავისუფლებას არავის დავუთმობ”

ასე პასუხობს დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებას.

ქუცნაშვილის ყველას ურჩევს, ქვეყანაზე იფიქროს და არა იმაზე, ვისი ინიციატივა, ვის მოსაზრებას ჯობია.

“მიმაჩნია, რომ მშიშარა პარლამენტარი თავისუფალ ქვეყანას ვერ ააშენებს. თავისუფლება 1 ოქტომბრის მთავარი მონაპოვარია, რაც ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ბრძოლით მოვიპოვეთ. ამიტომაც მე ამ თავისუფლებას არავის დავუთმობ და ნურც ნურავინ შეეცდება, რომ ქართველ ხალხს, ან მათ დროებით წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრებს ეს წაგვართვას”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.