ფილიპ ბრიდლავი:  უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ოთხი ბატალიონი რჩება

ფილიპ ბრიდლავი: უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ოთხი ბატალიონი რჩება

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების ოთხი ბატალიონი რჩება. ამის შესახებ ევროპაში ნატო-ს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან მხოლოდ თავისი ჯარების ნაწილი გაიყვანა, თუმცა ისინი უკრაინის საზღვართან ახლოს რჩებიან.

"ბოლო 70 წლის განმავლობაში ჩვენი წინაპრების მიერ გაწეული სამსახურის მიუხედავად, ევროპა დაძაბულობის რეგიონად იქცა. რუსეთმა ძალის გამოყენებით შეცვალა რამდენიმე ქვეყნის საზღვრები და დაარღვია მათი ტერიტორიული სუვერენიტეტი. რუსეთმა არალეგალურად მოახდინა ზოგიერთი ქვეყნის ტერიტორიების ანექსია, რასაც ჩვენ არასდროს ვაღიარებთ. რუსეთი ასევე იყენებს ჰიბრიდულ მეთოდებს მომავალი შეტევებისთვის, რომელიც მის მეზობლებსა და ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება", - განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა.