თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებული ურთიერთობა აუცილებლად უნდა დარეგულირდეს.
“იმედი მაქვს, რომ ისე პრობლემები რაც აშკარად დაგროვილი იყო, ძალიან მალე დარეგულირდება და საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო - როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტი, პარლამენტი, მთავრობა ერთიანი ჩანაფიქრით განვახორციელებთ იმ გეგმებს, რაც დავსახეთ”, - განაცხადა ალასანიამ.