კიწმარიშვილის საქმეზე ბიოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა

კიწმარიშვილის საქმეზე ბიოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი ბიოლოგიური ექსპერტიზა გუშინ ჩატარდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა განუცხადა, მიმდინარე კვირაში დაგეგმილია კიდევ ერთი ექსპერტიზა, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილში ტყვიის ტრაექტორიას დაადგენს. 

რაც შეეხება გუშინდელ ბიოლოგიურ ექსპერტიზას, ექსპერტის განმარტებით, კიწმარიშვილის ავტომობილის უკანა სავარძლიდან აღებულია სისხლის ხილული ნიმუშები. ზაზა ალთუნაშვილის ინფორმაციით, თუ სხვა დამატებითი საკითხი არ წამოიჭრა, მიმდინარე კვირაში დაგეგმილი კიდევ ერთი ექსპერტიზა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბოლო ეტაპი იქნება.