მარგველაშვილის წერილი მთავრობას - „პრეზიდენტი ათონელზე არ გადავა“

მარგველაშვილის წერილი მთავრობას - „პრეზიდენტი ათონელზე არ გადავა“

საქართველოს პრეზიდენტის ათონელზე მშენებარე საპრეზიდენტო რეზიდენციაში გადასვლას არ აპირებს. ამის შესახებ "პირველ რადიოს" საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, შესაბამისი განცხადებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობას 21 ივლისს მიმართა.

"21 ივლისს მთავრობას გავუგზავნეთ წერილი რომ პრეზიდენტი ათონელზე გადასვლას არ აპირებდა,სასახლეზე დამატებით კომენტარს არ ვაკეთებთ,"-განაცხადეს პრეზიდენტის პრესსამსახურში.

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იმყოფება. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა რეზიდენციის ხარჯები პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა შეისწავლოს. დადგება თუ არა დღის წესრიგში ავლაბრი პრეზიდენტის რეზიდენციის დაცლის საკითხი ჯერჯერობით უცნობია.