„ეს არის ძალიან შემზარავი, არანაკლებ, ვიდრე ის რაც თავის დროზე ჩემმა თანაგუნდელებმა განახორციელეს“ - ფოფხაძის სკანდალური განცხადება

„ეს არის ძალიან შემზარავი, არანაკლებ, ვიდრე ის რაც თავის დროზე ჩემმა თანაგუნდელებმა განახორციელეს“ - ფოფხაძის სკანდალური განცხადება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალები საქმეზე გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება და მის თანაგუნდელებს აკრიტიკებს. როგორც ფოფხაძემ განაცხადა, მისი თანაგუნდელების მხრიდან თავის დროზე მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო პოლიტიკური ქვეტექსტის, იყო არასწორი ქმედება.

„თავიდანვე, როცა მინიშნება იყო პოლიტიკური ქვეტექსტის, ეს იყო არასწორი და ვისგანაც ეს მოდიოდა ჩემი თანაგუნდელებისგან, ეს იყო მათი მხრიდან, რა თქმა უნდა არასწორი ნაბიჯი და ასეთი შეფასება არ არის სწორი და ეხლა რასაც აკეთებს ეს ადვოკატი, ჩემი აზრით ეს არის ძალიან შემზარავი არანაკლებ, ვიდრე ის რაც თავის დროზე ჩემმა თანაგუნდელებმა განახორციელეს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.