შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის თქმით, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.
“დეზინფორმაცია, რომელიც გაავრცელა "პირველმა რადიომ", რომ თითქოს და დააყაჩაღეს პოლიციის მაღალჩინოსანი, “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში გაიმეორა მიხეილ მაჭავარიანმა. მე ვესაუბრე გადაცემის პროდიუსერს და ვუთხარი, რომ ეს არის ცრუ ინფორმაცია და იმედია, რომ წამყვანს დროულად შეატყობინებს ამის თაობაზე”, - წერს გიორგობიანი.
პოლიციის მაღალჩინონის დაყაჩაღების შესახებ ინფორმაცია “რუსთავი 2”-ის ეთერში საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმაც “პირველ რადიოზე” დაყრდნობით განაცხადა, თუმცა მოგვიანებით წამყვანმა განმარტა, რომ შსს პროდიუსერს დაუკავშირდა და აღნიშნული ინფორმაცია უარყო.