როგორც ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, დანაშაულის ჩადენა არავის ეპატიება და კანონის წინაშე უმკაცრესად დაისჯება.
“მაშინ თუ მთელი საერთაშორისო საზოგადოება და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმდებობდნენ იმაზე, რომ სასამართლო საქართველოში უაღრესად პოლიტიზირებული იყო და რეალურად მართლმსაჯულება არ დგებოდა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების რეალიზება არ ხდებოდა, დღეს საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი პარტნიორები, თუნდაც ადგილობრივი არასამთავრობოები, ექსპერტები და პოლიტიკოსები ვთანხმდებით იმაზე, რომ სასამართლო თავისუფალია და ამის დასტურია სასამართლო გადაწყვეტილებები. როდესაც კეზერაშვილის საქმეზე არ მოსწონთ განაჩენი, ძალიან დიდი ზარ-ზეიმით შეხვდნენ, როდესაც უგულავა არ დააპატიმრეს და გირაო შეუფარდეს. იმის მიხედვით, როგორია ეს განაჩენები, მათი პოზიციებიც ისეთია”, - განაცხადა კობახიძემ
მისივე თქმით, საზოგადოებამ იცის, რომ დღეს მედია, სასამართლო თავისუფალია, რეალურად ავტორიტარული რეჟიმი დამარცხებულია, თუმცა რეჟიმთან გრძელდება, რადგან არსებობს ასეულობით საჩივარი, რაც წინა ხელისუფლებას უკავშირდება
მანანა კობახიძემ 2012 წელს მოქმედი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ამნისტიაზეც ისაუბრა.
“ესეც გამოწვეული იყო იმ რეჟიმით, რა რეჟიმშიც ვიყავით. ჩვენ დაგვჭირდა ამ ყველაფრის გაკეთება, რადგან ადამიანები რეალურად სიცოცხლის რისკის ქვეშ იყვნენ და სხვათაშორის ძალიან ბევრი უკან შებრუნდა. დღესაც მაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი, რომელიც გამოსული იყო, ჩაიდინა დანაშაული, არავის ეპატიება და უმკაცრესად დაისჯება”, - განაცხადა კობახიძემ