“დაბი ჯგუფი” საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს

“დაბი ჯგუფი” საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს

ეს განცხადება “დაბი ჯგუფის” თავმჯდომარე შეიხმა ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანმა ირაკლი ღარიბაშვილს ყველა დაწყებული პროექტი გააცნო და გამოთქვა სურვილი, ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზარდოს და სხვადასხვა სფერო მოიცვას.

"საქართველოს აქვს ძლიერი ინფრასტრუქტურა, კარგი სერვისები, კარგი კანონები, უსაფრთხოება და გამჭვირვალობა. ეს ყველაფერი ახალისებს ინვესტიციების მოზიდვას. ვიმედოვნებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხელს შეუწყობს არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გარმავებას და გაზრდის ინვესტიციების რაოდებობას საქართველოში", - განაცხადა შეიხმა.