ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს კიდევ ერთი ბიოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა განუცხადა, მიმდინარე კვირაში დაგეგმილია კიდევ ერთი ექსპერტიზა, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილში ტყვიის ტრაექტორიას დაადგენს.
რაც შეეხება დღეს ჩატარებულ ბიოლოგიურ ექსპერტიზას, ექსპერტის განმარტებით, კიწმარიშვილის ავტომობილის უკანა სავარძლიდან აღებულ იქნა სისხლის ხილული ნიმუშები. ზაზა ალთუნაშვილის ინფორმაციით, თუ სხვა დამატებითი საკითხი არ წამოიჭრა, მიმდინარე კვირაში დაგეგმილი კიდევ ერთი ექსპერტიზა ბოლო ეტაპი იქნება გამოძიების ფარგლებში.