როგორც ბიწოშვილი აცხადებს, ეს იყო მისი ეჭვები, რაც 7 თვის განმავლობაში გაბათილდა.
“ეჭვი მქონდა, რომელიც 7 თვის განმავლობაში გაბათილებულია. გამორიცხული და აბსურდულია საერთოდ, რომ ეს “ქართული ოცნების” გაკეთებულია. ეს არის აბსურდული. ეს მოწყობილი შანტაჟია იმ პიროვნების მიერ, ვინც ეს ვიდეომასალა ჩაწერა. პირადაპირ გეუბნებით, რომ ეს გასახმაურებელი არ იყო. ეს ჩემი ეჭვები იყო, რომელიც თავიდან ბოლომდე გაბათილებულია”, - განაცხადა ბიწოშვილმა
შეგახსენებთ, რომ ადვოკატმა რომეო საჯაიამ რაფალიანცების ოჯახის ადვოკატის აღიარება გაავრცელა. ვიდეომასალაში, რომელიც 2014 წლის თებერვალშია ჩაწერილი, ადვოკატი ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის შესახებ ყვება და მომხდარის დაფარვასა და ხელშეწყობაში შსს გენინსპექციის თანამშრომელს ვარლამ ხათრიძესა და გენინსპექციის ყოფილ უფროსს ზვიად ჯანყარაშვილს ადანაშაულებს.
ბიწოშვილის მტკიცებით, რაფალიანცის სიკვდილში დამნაშავე „ქართული ოცნებაა". ის ასევე კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილზეც საუბრობს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 10 თვის ჩვილი ბარბარე რაფალიანცი ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს.