ცხინვალი 21 სექტემბრამდე საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრიდან მოქალაქეებს არ გაატარებს

ცხინვალი 21 სექტემბრამდე საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრიდან მოქალაქეებს არ გაატარებს

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი, რამდენიმე დღით, საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვრის დაკეტვას გეგმავს. სააგენტო "რესს" დეფაქტო უშიშროების კომიტეტში განუცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი 20 და 21 სექტემბერს ე.წ. რესპუბლიკის დღის აღნიშვნაა.

"უშიშროების რეჟიმის გაძლიერებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღონისძიების ჩატარების პერიოდში, რომელიც რესპუბლიკის დღეს ეძღვნება, 18 სექტემბრის 20:00 საათიდან საქართველოს საზღვრიდან მოქალაქეთა გადაადგილება შეწყდება", - განაცხადეს დეფაქტო უწყებაში.

მათივე ცნობით, მოქალაქეთა გატარება ადმინისტრაციულ საზღვარზე 21 სექტემბრის 09:00 საათიდან განახლდება.