აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი თბილისისგან ზარალის ასანაზღაურებლად 20 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი თბილისისგან ზარალის ასანაზღაურებლად 20 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი საქართველოსგან მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, 20 მილიარდ აშშ დოლარს მოითხოვს. ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში დე ფაქტო პარლამენტის ვიცე სპიკერმა ოთარ ცვიჟბამ განაცხადა.

მისი თქმით, 1992-93 წლების ომის დროს ზარალმა 20 მილიარდი დოლარი შეადგინა. ცვიჟბას განცხადებით, დღეისთვის, ომის შედეგად აფხაზეთის ყველა რაიონი დეპრესიულ მდგომარეობაშია, გარდა სოხუმისა და გაგრისა.

ვიცე სპიკერი აცხადებს, რომ რეგიონის აღდგენა დღეს რუსეთისა და კერძო ინვესტორების დახმარებით ხდება.

"დღეისთვის აფხაზეთის რეკლამირება საჭირო არ არის, რადგან ძირითადი ბრენდი შემორჩენილია - რიწა, ათონი, გაგრა, მაგრამ ის ობიექტები, რომლებიც საბჭოთა პერიოდში აშენდა, აღდგენას საჭიროებენ", - განაცხადა ცვიჟბამ თუმცა, მისი თქმით, საბიუჯეტო თანხები ამისთვის საკმარისი არ არის.

ცნობილია, რომ მანამდე აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი საქართველოსგან ზარალის ასანაზღაურებლად 11 მილიარდ აშშ დოლარს მოითხოვდა.