როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ის და პრეზიდენტი შეთანხმდნენ, რომ მთავრობის თანხმობის გარეშე, მოლაპარაკებების წარმოებაში შეზღუდულია.
“შევთანხმდით საგარეო წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელებაზე, თუ როგორ ხედავს ის თავის ფუნქციას საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით. მე მას განვუმარტე და ის ადასტურებს და აღიარებს, რომ საგარეო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას შეზღუდულია. მთავრობის თანხმობის გარეშე შეზღუდულია მოლაპარაკებების წარმოების ნაწილში, საერთაშორისო შეთანხმების დადებისას, ელჩების დანიშვნისას და უცხო ქვეყნების ელჩების აკრედიტაციის ნაწილში. პრეზიდენტი იზიარებს იმ კონსტიტუციურ შეზღუდვას, რაც ვრცელდება მის მიმართ საგარეო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაში. ერთადერთი, რასაც პრეზიდენტი საგარეო წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელებაში მთავრობის შეთანხმების გარეშე უშვებს, ეს არის ქვეყნის წარმომადგენლობითი მოლაპარაკებები ან შეთანხმებები, ანუ ის მოლაპარაკებები, რომელიც ქვეყნის წარმოჩენას, წარმოდგენას ემსახურება და არ ემსახურება რაიმე შეთანხმების დადებას”, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2 საათს გაგრძელდა.