საქართველოს პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველი საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში გენერალი გარი ჯონსონი მიიღო.
შეხვედრისას მხარეებმა ნატო-ს უელსის სამიტზე მიღწეული შედეგები განიხილეს და იმ არსებით პაკეტზე იმსჯელეს, რომელიც საქართველომ ალიანსისგან მიღო.
საქართველოს პრეზიდენტმა გენერალ გარი ჯონსონთან დიდი ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებული პარტნიორულ ურთიერთობებზეც ისაუბრა, მხარეებმა რეგიონში შექმნილ ვითარებაზეც გაამახვილეს ყურადღება.