„აუცილებელია უსწრაფესად დაიწყოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება“

„აუცილებელია უსწრაფესად დაიწყოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება“

2014 წლის 15 და 16 სექტემბერს  პარტიამ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ „IRI”-ის ორგანიზებით გამართა შეხვედრები საკუთარი დასავლეთის რაიონის დეპუტაციასთან. როგორც „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“  ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, შეხვედრებზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს;  ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ ქვეყანაში არის უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი და ამ კრიზისიდან რეალური, მშვიდობიანი გამოსავალია ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამავდროულად ხაზი გაესვა იმას, რომ  უსწრაფესადაა მოსაგვრაებელი საარჩევნო კანონმდებლობა, შესაცვლელია საარჩევნო სისტემა და დასაზუსტებელია ამომრჩეველთა სიები. თუ აქამდე ხელისუფლება მუდმივად იმიზეზებდა დროის არქონას, ახლა საკმაო დროა იმისთვის რომ უსწრაფესად დაიწყოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობსება:

„სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონალურ და რაიონულ დეპუტაციასთან შეხვედრის შემდეგ დასტურდება, რომ ადგილებზე შეიმჩნევა პოლიტიკური კრიზისი.  მათი პოზიცია სრულიად ნათელია, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას სჭირდება ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ყველა აქ მყოფი ადამიანი ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ გასაუმჯობესებელია საარჩევნო გარემო, რადგან შეუძლებელია ძველი კანონმდებლობით არჩევნების ჩატარება. ჩვენ სერიოზულად ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ პოლიტიკური კრიზისიდან, რომ ჩატარდეს ნორმალური არჩევნები და გარწმუნებთ, ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში.“

ნინო ბურჯანაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აჭარის რეგიონში მიდმინარე მოვლენებსაც შეეხო:

„ის სრული აბსურდი რაც აჭარის რეგიონში მიმდინარეობს, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი გუნდი ვერ ახერხებს თავის შიგნითაც კი პრობლემების დარეგულირებას,  ნათლად აჩვენებს იმას, რომ ეს გუნდი ქვეყნის პრობლემებს ვერ მოაგვარებს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა შესულია ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში, რომლიდანაც გამოყვანა შეუძლია ახალ ძალას, კომპეტენტურ და გამბედავ პოლიტიკოსებს და ასეთი გუნდი ვართ ჩვენ, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.