პრეზიდენტი უახლოეს მომავალში საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდება

პრეზიდენტი უახლოეს მომავალში საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდება

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე მზაობა გამოთქვა.

“ჩვენ შევთანხმდით, რომ საპარლამენტო უმრავლესობასთან აუცილებელია სისტემური ხასიათის შეხვედრები. პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, რომ უახლოეს მომავალში უმრავლესობას შეხვდება. ის მზად არის ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი, რაც კი დეპუტაციის შიგნით არსებობს”, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2 საათს გაგრძელდა.