ახლო მომავალში საქართველოს არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაცია ეწვევა

ახლო მომავალში საქართველოს არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაცია ეწვევა

ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს ესწრება.

“დიდია დაინტერესება საქართველოს სოფლის მეურნეობით, ჩვენი  სოფლის მეურნეობის ნაწარმის ექსპორტით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ასევე  გამოიხატა ინტერესი ენერგეტიკული და სატრანზიტო დერეფნის მიმართ”, -განაცხადა ბაჩიაშვილმა.

მისივე თქმით, ახლო მომავალში საქართველოს არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაცია ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც ბიზნესისა და სხვადასხვა ფონდის წარმომადგენლები შევლენ და კონკრეტული ბიზნესპროექტების არსებითი განიხილვა მოხდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს წარმატებულს უწოდებს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მისი განცხადებით, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს გააჩნია უდიდესი გამოცდილება ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით და ქართული დელეგაცია არაბ ინვესტორებს ამ მიმართულებით საქართველოს პოტენციალს გააცნობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, ინტერესი საქართველოს მიმართ უდიდესია და დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას.