პრეზიდენტი მომავალში ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას გამორიცხავს

პრეზიდენტი მომავალში ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას გამორიცხავს

აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაინტერესება იყო.

ქუცნაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი პოლიტიკური ხელისუფლების კონკურენტად თავს არ მოიაზრებს.

“შეხვედრისას შევთანხმდით, რომ პრეზიდენტი არ ხედავს და არ მოიაზრებს თავს არც ერთი პოლიტიკური ხელისუფლების კონკურენტად და გამორიცხავს, მომავალში, ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას. ის შეხედულება, რომ პრეზიდენტი შეიძლება ხელისუფლების კონკურენტი გახდეს, დააზარალებს ქვეყანას და მთელ სისტემას. პრეზიდენტი ვერ იქნება კონკურენტი”, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2 საათს გაგრძელდა.