საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრს იგორ შვაიკას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
საქართველოსა და უკრაინას აგრარულ სექტორში დიდი პოტენციალი აქვს. ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში სტაბილური თანამშრომლობა ორივე ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაზე უნდა აისახოს.
პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ საქართველო-უკრაინას შორის ექსპორტ-იმპორტის გაზრდილი მაჩვენებლების შენარჩუნების საკითხი მინისტრების შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იყო.
უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა იგორ შვაიკამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთან აგრარულ სექტორში თანამშრომლობა უკარინული მხარისთვს პრიორიტეტულია და, შესაბამისად, ის ურთიერთობები, რაც ქვეყნების შესაბამის უწყებებს შორის არსებობს, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.