დავით ნარმანია ე.წ. ბოშების ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს

დავით ნარმანია ე.წ. ბოშების ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს

თბილისის მერი დავით ნარმანია ე. წ. ბოშების ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს. დავით ნარმანია ე. წ. ბოშების ბაზრობის ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ მოვიდა. მას დაზარალებულმა მოვაჭრეებმა საკუთარი პრობლემების შესახებ უამბეს და დახმარება სთხოვეს.

დავით ნარმანიამ თბილისის მერის მოადგილის გიორგი სოლომონიასგან ამ დროისთვის არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მოისმინა, რის შედეგადაც ნარმანია ადმინისტრაციის ოთახში დირექტორთან შესახვედრად შევიდა. დედაქალაქის მერი ჟურნალისტებთან კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს. ტერიტორიის პერიმეტრზე იმყოფებიან დაზარალებული მოვაჭრეები, რომლებიც ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ.

ე.წ. ბოშების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი დღეს, გამთენიისას გაჩნდა, დამწვარია 2500 კვ.მ ფართობი.