მურმან დუმბაძე ალექსანდრე ჭიკაიძეს მიმართავს

მურმან დუმბაძე ალექსანდრე ჭიკაიძეს მიმართავს

დეპუტატმა პრესკონფერენციაზე მისი მისამართით განხორციელებულ მუქარის ზარებზე ისაუბრა.

“მინდა, მივმართო შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს, რომ უზრუნველყოს ჩემი, როგორც მოქალაქის, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრისა და ვიცე-სპიკერის უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ამგვარი ზარები, ან რაიმე ქმედება განხორციელდება, მაშინ მე ჩავთვლი, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერაა ორგანიზებული”, - განაცხადა დუმბაძემ.

ამასთან, მურმან დუმბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ.

დუმბაძის განცხადებით, აჭარის მთავრობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის დაძაბული ვითარებაა, დეპუტატმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მიმართა, რომ გამოძებნოს დრო და მურმან დუმბაძეს და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს შეხვდეს.