უკრაინის რადამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

უკრაინის რადამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. უკრაინული მედიის ცნობით, რატიფიცირებას მხარი დაუჭირა 355-მა დეპუტატმა.

უკრაინის უმაღლეს რადასთან ერთად, სინქრონულ რეჟიმში, ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა ევროპარლამენტმა, რომლის 535 დეპუტატმა მხარი დაუჭირა შეთანხმების რატიფიცირებას.

უკრაინამ, საქართველოსთან და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების 27 ივნისს მოაწერა ხელი. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადაწიონ თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა.