პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრეს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრეს შეხვდა

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრეს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰინს შეხვდა. შეხვედრა ალ მუშრიფის სასახლეში გაიმართა

შეხვედრის შემდეგ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა საქართველოს დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.