საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ოფიციალური ვიზიტი პრემიერ-მინისტრის მოადგილე შეიხ მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან შეხვედრით დაიწყო.
შეიხ მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა ირაკლი ღარიბაშვილს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების საწინდარი იქნება.