ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში კონსტიტუციით მივიდა

ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში კონსტიტუციით მივიდა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში კონსტიტუციით ხელში მივიდა.

როგორც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ის დოკუმენტი, რომელსაც ყველა უნდა დაემორჩილოს.

"თქვენი შიშით ხელში ვერაფერი დამიკავებია. ეს არის ის დოკუმენტი, რომელსაც ყველა უნდა დავემორჩილოთ, შესაბამისად, მე დღეს ხელში მიჭირავს კონსტიტუცია მხოლოდ ერთი რამის გამო, ყველა მოქალაქემ, ვინც არ უნდა ვიყოთ - რიგითი თუ თანამდებობრივი მოვალეობით შებოჭილი, ვალდებულების ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ", - განუცხადა  ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს, რომლებიც დეპუტატისგან ავლაბრის რეზიდენციაში კონსტიტუციით მისვლის მიზეზით დაინტერესდნენ.

რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტთან შეხვედრას, უმრავლესობის წარმომადგენლის განმარტებით, ის როგორც ხალხის დროებითი წარმომადგენელი ვალდებულია, არსებული დაპირიპირების შეჩერებაში საკუთარი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს.

"ეს დაპირისპირება მხოლოდ საქართველოს მტრებს აწყობს, ამიტომ ყველა პატიოსანი მოქალაქის ვალია, რომ ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს. ჩვენ ვისაუბრებთ იმ საკითხზე, რაც ქართველ ხალხს აინტერესებს. საჭიროა პრეზიდენტთან დიალოგი და დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება წარმატებული. მე მჯერა, რომ მოიხსნება ის წინააღმდეგობა, რაც მხოლოდ საქართველოს მტრებს ჭირდებათ", - აღნიშნა ქუცნაშვილმა, რომელიც განმარტებითაც, პრეზიდენტ მარგველაშვილთან მისი შეხვედრა, მმართველი გუნდისგან მხარდაჭერია.