აშშ-მ

აშშ-მ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ პირველი ავიაშეტევა განახორციელა

აშშ-მა ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ პირველი ავიაშეტევა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლის განცხადებით, ავიაშეტევების შედეგად ბაღდადის სამხრეთ-დასავლეთით "ისლამური სახელმწიფოს" საბრძოლო პოზიციები განადგურდა.

"ბაღდადის სამხრეთ-დასავლეთით განხორციელებული ავიაშეტევა ჩვენი ძალისხმევის ნაწილია, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" თავდასხმებისგან ჩვენი ხალხისა და ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენელთა დაცვას ემსახურება", - განაცხადა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელმა.

გასულ კვირას მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ-ი მზად არის ავიაშეტევები განახორციელოს ერაყსა და სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ. მისივე თქმით, უსაფრთხო ადგილს ვერ მოიპოვებს ვერავინ, ვინც ამერიკას დაემუქრება.