აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პრეზიდენტისა და პრემიერის ურთიერთობის თემის კომენტირებისას განაცხადა.
“მე არ ვარ მთავრობის წევრი და შესაბამისად, არ მაქვს ურთიერთობა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის კომუნიკაციასთან დაკავშირებით. როგორც გუნდის წევრი, მე ვთვლი, რომ აუცილებელია კომუნიკაცია და ეს კომუნიკაცია უნდა იყოს ჯანსაღი და განვითარებაზე ორინეტირებული”, - განაცხადა ნარმანია.