აღმოსავლეთ უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში 14 უკრაინელი სამხედროს ცხედარია ნაპოვნი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამხედროების ცხედრები საძიებო ჯგუფმა დონეცკის ოლქის სოფელ კრასნაია პოლიანაში აღმოაჩინა.
liga.net-ის ინფორმაციით, საძიებო ჯგუფი "სახალხო ხსოვნის კავშირი" აღმოსავლეთ უკრაინაში ჰუმანიტარულ მისიას 2 სექტემბრიდან მოყოლებული ატარებს. ამ ხნის განმავლობაში ჯგუფმა 80 უკრაინელი სამხედროსა და სხვადასხვა სამხედრო ფორმირებების წევრთა ცხედრებს მიაკვლია.