ქაბულში აფეთქების შედეგად ნატო-ს სამი სამხედრო დაიღუპა

ქაბულში აფეთქების შედეგად ნატო-ს სამი სამხედრო დაიღუპა

ნატო-ს კოალიციური ჯარების სულ მცირე სამი სამხედრო დაიღუპა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, აშშ-ის საელჩოსთან ახლოს, აფეთქების შედეგად. 

"ბიბისის" ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 16 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტი უცხოელი სამხედროების კოლონას მანქანით შეეჯახა. 

"ბიბისის" ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა "თალიბანის" დაჯგუფებამ აიღო.