გაერო-ს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად 3 100-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
"აღმოსავლეთ უკრაინაში 11 სექტემბრის მონაცემებით, დაღუპულია 3 171 ადამიანია, მათ შორის - სულ მცირე 27 ბავშვი. საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიჭრა 8 061 ადამიანი, რომელთაგან სულ მცირე 56 ბავშვია", - ნათქვამია გაერო-ს ანგარიშში.
გაერო-ს მონაცემებით, 12 სექტემბრისთვის აღმოსავლეთ უკრაინა იძულებით დატოვა 262,9 ათასმა ადამიანმა და უკრაინის სხვა რეგიონებში გადავიდა, 366,8 ათასმა მცხოვრებმა კი თავი მეზობელ ქვეყნებს შეაფარა.