თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, საქართველოს ექსპრემიერის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც პროექტ „პანორამა თბილისის“ განხორციელებას ეხება. ნიკა მელიას განცხადებით, არსებული სახით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად დააზიანებს ქალაქის სიტორიულ იარსახეს. მელია ირწმუნება, რომ აღნიშნული პროექტით ბიძინა ივანიშვილი არა ქალაქის, არამედ საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავს. გარდა ამისა , მელიას თქმით, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ივანიშვილმა „პანორამა თბილისი“ განხორციელება გადაწყვიტა. მისი თქმით, ივანიშვილს ექსპრეზიდენტთან ერთგვარი ფსიქოლოგიური შეჯიბრი აქვს.
„პროექტი უნდა გახდეს საზოგადოების მსჯელობის საგანი , იმიტომ, რომ წარმოუდგენელია დამოუკიდბელად ვინმემ მიიღოს გადაწყვეტილება მასშტაბური კონსტრუქციის მშენებლობის ქალაქის ისტორიულ ნაწილში. ყველამ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის დეფაქტო მმართველი. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პროექტით ის თავის ბიზნესს ანვითარებს. ამ პროექტს არ აქვს რაიმე სოციალურ ეკონომიკური პერსპექტივა, იქ სოსლოლაკის ქედის მიდამოებში ბიძინა ივანიშვილს აქვს მიწის ნაკვეთი და ამ ადგილის განვითარება უნდა ვითომდა საზოგადოების განვითარების მიზნით. რეალურად მას უნდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, სინამდვილეში თავის ბიზნესს ანვითარებს. თუ მაინცდამაინც საბაგიროს და სასტუმროს აშენება უნდა იქ სადაც ის საუბრობს, მე ნამდვილად ვერ ვხედავ საჭიროებას იმისას , რომ თავისუფლებიდან სოლოლაკამდე გაიჭიმოს საბაგირო, იმიტომ, რომ რიყიდან ნარიყალამდე ისედაც გავქვს ჩვენ საბაგირო. მე კარგად მახსოვს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ხშირად საუბრობდნენ და ზოგჯერ სამართლიანადაც აკრიტიკებდნენ წინა ხელისუფლებას, რომ უხეში ჩარევები ხდებოდა ქალაქის ურბანულ განვითარებაში, მაგრამ როდესაც ამას აკრიტიკებდი დღეს არ სეიძლება ეს გადაწყვეტილება შენ თავად მიიღო. გარდა იმისა , რომ ის საკუთარი ბიზნესის განვითარებას ცდილობს, მას ერთგვარი ფსიქოლოგიური შეჯიბრი აქვს მიხეილ სააკაშვილთან, იმიტომ, რომ მის წარმოსახვაში შუშის ხიდი , რომელიც აშენდა ივანიშვილი ფიქრობს , რომ ის სააკაშვილის სახელთან არის დაკავშირებული და ახლა ცდილობს, რომ ააშენოს ისეთი რაღაც რაც მის სახელს დაუკავშირდება და რომელიც გადაფარავს მასშტაბით შუშის ხიდს. რაც შეეხება იმას, რომ ჯერ პროექტი მერიაში არ არის წარდგენილი - ბიძინა ივანიშვილს არც მერია აინტერესებს არც არქიტექტურის სამსახური და არც საკრებულო, მან გადაწყვიტა , რომ უნდა ააშენოს. მე იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ რაც პროექტი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ის საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას შეხვდება,“-განაცხადა ნიკა მელიამ „პირველ რადიოსთან“ საუბრისას.
314
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85