ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, მურმან დუმბაძის შემთხვევა კოალიციის ერთიანობას საფრთხეს ვერ შეუქმნის.
მისივე თქმით, დუმბაძე რამდენჯერმე ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროსაც იყო გაფრთხილებული ცალკეულ შემთხვევებზე, რაც არ გაითვალისწინა.
“ეს არ არის პირველი შემთხვევა, ბატონი მურმანი მანამდეც იყო რამდენჯერმე გაფრთხილებული ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი. იყო გაფრთხილებული იმასთან დაკავშირებით, რომ ის მაქსიმალურად ცდილობდა მისი გავლენის ქვეშ მოქცეულიყო აჭარაში აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა კანდიდატი, მასთან შეთანხმებით უნდა მომხდარიყო ყველა კადრის დანიშვნა ხაბაძის მიერ. ის ცდილობდა თავის გავლენის ქვეშ მოექცია ყველა და ყველაფერი. კოალიციაში არანაირი პრობლემა არ არსებობს სრული პასუხისმგებლობით და სრულიად გულწრფელად ვამბობ ამას. არანაირი ბზარი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენ ოპონენტებს სურვილი აქვთ რომ ქვეყანაში იყოს ქაოსი, კოალიციაში იყოს დაპირისპირება, იყოს შეუთანხმებელი მოქმედებები, მაგრამ ეს მათდა სამწუხაროდ ასე არ არის. ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ”, - განაცხადა კალაძემ