“ყველა ის პიროვნება თუ ჯგუფი არის გაშიფრული, მე უბრალოდ მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ”

“ყველა ის პიროვნება თუ ჯგუფი არის გაშიფრული, მე უბრალოდ მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ”

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ის, რომ მას და პრემიერ-მინისტრს შორის დაპირისპირებაა, ძალიან დიდი სიცრუეა და მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართულად ხდება.

“ეს არის ძალიან დიდი სიცრუე, რაც ბოლო კვირების განმავლობაში ვრცელდებოდა მედიაში. ის, რომ თითქოს რაღაც დაპირისპირებაა ჩემსა და ირაკლის შორის ეს არის ძალიან დიდი სირცუე. თუმცა, უნდა აღვნიშნო ის, რომ არსებობს ჯგუფები, ვინც მუშაობს ამ მიმართულებით და ვინც მიზანმიმართულად ცდილობს შეიტანოს საზოგადოებაში აზრი, რომ თითქოს ჩემსა და ირაკლის შორის არის დაპირისპირება. ყველა ის პიროვნება თუ ჯგუფი არის გაშიფრული, მე უბრალოდ მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ და მე ადამიანებს ვურჩევ, ქვეყანას მიხედონ, საქმეს მიხედონ, რადგან ძალიან ბევრი პრობლემაა ქვეყანაში, რომელიც უნდა მოვაგვაროთ”, - განაცხადა კალაძემ