ყირიმში აშშ-ს საელჩომ განუსაზღვრელი ვადით მუშაობა შეაჩერა

ყირიმში აშშ-ს საელჩომ განუსაზღვრელი ვადით მუშაობა შეაჩერა

აშშ-ს საელჩომ ოკუპირებულ ყირიმში მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ უკრაინული მედია საელჩოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

"ყირიმში ვიზებსა და საბუთებთან დაკავშირებული მომსახურება ორივე მიმართულებით შეჩერებულია გაურკვეველი ვადით, რუსეთის მხრიდან უკრაინის ამ ტერიტორიაზე ჩარევასთან დაკავშირებით", - ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობას სავიზო მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ ხერსონასა და კიევში.

ოკუპირებულ ყირიმში 14 სექტემბერს "სახელმწიფო საბჭოს" არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ამომრჩეველთა 50%-ზე ნაკლებმა მიიღო მონაწილეობა.