როგორც ვიცე-პრემიერი კახა კალაძე პრეზიდენტისა და პრემიერის ურთიერთობის საკითხის კომენტირებისას აცხადებს, მისთვის, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრებისთვის, შექმნილი ვითარება რთულია.
“რაც შეეხება პრეზიდენტთან ურთიერთობას, გულწრფელად უნდა გითხრათ რა თქმა უნდა, ჩემთვის როგორც მთავრობის წევრისთვის, ის დამოკიდებულება, რაც ჩამოყალიბდა პრეზიდენტსა და მთავრობის მეთაურს შორის, რა თქმა უნდა, რთულია ჩვენთვისაც, მინისტრებისთვისაც და პრემიერისთვისაც, ამაზე პრემიერმაც არაერთხელ განაცხადა. მე ძალიან მიჭირს პასუხის გაცემა, თუ რის გამო მოხდა ეს, თუმცა, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში გიორგი მარგველაშვილი ჩვენი გუნდის წევრი იყო, გვახსოვს, ბატონ ბიძინა მას ბავშვივით დაატარებდა ყველგან და ამომრჩეველს სთხოვდა, მისთვის ხმა მიეცა. ეს იყო რეალობა. ჩვენ ამას ვერ გავექცევით, თუმცა რა მოხდა მერე არ ვიცი. თუნდაც რეზიდენციის საკითხი რომ ავიღოთ. ამაზეც გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ იქ შესვლას არ აპირებდა, თუმცა ვნახეთ რაც მოხდა”, -განაცხადა კალაძემ.