ურიგო არ იქნება, თუკი პრეზიდენტი მარგველაშვილი უმრავლესობის წევრებს შეხვდება

ურიგო არ იქნება, თუკი პრეზიდენტი მარგველაშვილი უმრავლესობის წევრებს შეხვდება

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ურიგო არ იქნება თუკი პრეზიდენტი მარგველაშვილი უმრავლესობის წევრებს შეხვდება.

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით ვოლსკიმ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ პარლამენტის წევრს აქვს უფლება შეხვდეს პრეზიდენტს. მისი თქმით, ის ზაქარია ქუცნაშვილს წარმატებას უსურვებს.

"არ იქნება ურიგო, თუკი მარგველაშვილი გადაწყვეტს და უმრავლესობის წევრებს შეხვდება", - განუცხადა ინტერპრესნიუსს გია ვოლსკიმ.

უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხვალ პრეზიდენტ მარგველაშვილს 13.00 საათზე შეხვდება.